saqarTvelos vulkanebi - Sadilxoxis vulkani

ქედი ყელის ზეგანი
კოორდინატები 42°32`20` ჩ. გ. 44°18`12` ა. გ.
სიმაღლე 3296 მ

 

ვულკანური მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს  ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყელის ზეგანზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3296 მ. ქმნის ერმანი-ახუბათის ვულკანური პლატოს ჩრდილოეთ ნაწილს. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. შეფარდებითი სიმაღლე ზღვის დონიდან 300 მ აღწევს. შადილხოხის დასავლეთით ვრცელდება ლავური ნაკადები. აგებულია დაციტებით.